მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად საშიშია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?

კორონავირუსის აფრიკული შტამი
1622538065
COVID-19

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გასული წლის შემოდგომაზე გამოვლინდა. ის სხვა, მანამდე ცნობილი შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო გადამდებია. ასევე, საშიშია იმით, რომ ახალგაზრდებში, და მანამდე ჯანმრთელ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმით ხასიათდება. ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკული შტამი მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის უკვე საქართველოშიც.

აფრიკული შტამი

ექიმები ამბობენ, რომ აფრიკული შტამი უფრო ვერაგია, ვიდრე ჩინური და იტალიური შტამები. ის ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს ხშირად უვნებელი გაურბის. შესაბამისად, არსებობს განმეორებითი ინფიცირების შესაძლებლობა.

თუ აქამდე ადამიანის ინფიცირებისთვის ვირუსის 10 მლნ ნაწილაკი იყო აუცილებელი, აფრიკული შტამის შემთხვევაში ამ ნაწილაკების რაოდენობა შემცირებულია. რამდენად ეფექტიანია ამჟამად არსებული ვაქცინები მუტირებული ვირუსის მიმართ, ამას მეცნიერები დღესაც სწავლობენ.

Novavax, Johnson&Johnson და AstraZeneca-ს ვაქცინების კვლევებმა დაადგინეს, რომ სამხრეთ აფრიკული შტამმა ამ ვაქცინების მოქმედებას შეიძლება თავი აარიდოს და მათი მოქმედება არაეფექტური იყოს. რაც შეეხება Moderna-ს ვაქცინას, ის ამ შტამის მიმართაც საკმარისი ეფექტურობის დონეს აჩვენებს. ამასთანავე, ზუსტად არის ცნობილი, რომ ყველა ვაქცინა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანს დაავადების მძიმე ფორმისგან იცავს.

ცნობისთვის, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ლაბორატორიულად სამხრეთ-აფრიკული შტამის 1 შემთხვევა დადასტურდა.

„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია დუბაიში. პირი სრულად განკურნებულია, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასული წლის სექტემბერში ეს შტამი B.1.351 იდენტიფიცირებულ იქნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, ასევე აშშ-ში“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა