მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივლისიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გვინდა, რომ მასობრივი აცრის ცენტრები შეიქმნას“- ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1617094303
COVID-19

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივლისიდან საქართველოს დიდ ქალაქებში შეიქმნება მასობრივი აცრის ცენტრები.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა ქვეყანას ვაქცინების შესაბამისი მარაგი ექნება.

„ვმუშაობთ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად და ივლისიდან დიდ ქალაქებში როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი გვინდა რომ შეიქმნას მასობრივი აცრის ცენტრები რომელთა გამტარუნარიანობა დღეში იქნება თითოეულის 2, 3, 4 ათასი აცრა და ა.შ.

ეს იქნება შესაძლებელი, როცა ვაქცინების შესაბამისი მარაგი გვექნება. დღეს მარაგი შეზღუდულია, რადგან მსოფლიოში არის სერიოზული დეფიციტი.

თანდათანობით ეს პროცესი სულ უფრო და უფრო იხვეწება, მსოფლიოში 560 მილიონი ადამიანია აცრილი, თუმცა ეს გახლავთ, ჯერჯერობით 3-4 %“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეების აცრა დაიწყო.

საქართველომ „ფაიზერის“ ვაცქინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„დროსტარება“ აპრილში ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს“ - ამირან გამყრელიძე

✔️„კვირის ბოლოს ველოდებით ჩინურ ვაქცინას“ - ჯანდაცვის მინისტრი