თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ საწყის ეტაპზე მოსახლეობის 1% მაინც კოვიდვაქცინით აიცრება, ეს აღნიშნავს სკეპტიციზმი დაძლია მოსახლეობამ და დაიძრა მასობრივი ვაქცინაციისთვის.
„ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ვითარება, იმიტომ რომ იყო ძალიან ცუდი სიტუაცია ჩავარდნა ასე ვთქვათ, ვაქცინაციის თვალსაზრისით, პირველ 10 დღეში სულ 1000 კაცი აიცრა რაც არაფერია, ჩვენ მოსახლეობის 60 % გვაქვს სამიზნე წლის ბოლოსთვის, მაგრამ ჩვენი სამიზნე გვაქვს დასახული, თუ როდის აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 1%. ეს არის 28 000 ადამიანი.
ამ 1%-ს თუ გადავაცილებთ ეს ნიშნავს, რომ სკეპტიციზმი დაძლია მოსახლეობამ და დაიძრა მასობრივი ვაქცინაციისათვის.
ჯერჯერობით 1300 ადამიანია აცრილი, ეს ბევრად უკეთესია ვიდრე იყო წინა დღეებში, მაგრამ ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც გვჭირდება რომ მივაღწიოთ წლის ბოლოს 60 %- ს.
გუშინ რომ გეკითხათ ჩემთვის (კიდევ კარგი, გუშინ შეუძლოდ ვიყავი და ვერ მოვახერხე ინტერვიუს მოცემა), უფრო დაძაბული და შეშფოთებული ვიქნებოდი, რადგან იყო მოლოდინი, რომ შესაძლოა, შემთხვევების რაოდენობა ნახტომისებურად გაზრდილიყო, როგორც ყველას გვახსოვს ნოემბერ-დეკემბერში“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, ჯერ ჩვენს ქვეყანაში მესამე ტალღა არ არის მაგრამ მისი აჩრდილი მოჩანს ევროპის ქვეყნებიდან.
„მართალია, დღეს შემთხვევების რაოდენობა ცოტა არ არის, ბევრია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით, 200-ით შემცირდა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ ჯერ ის, რაც ასე ძალიან არ უნდა ქვეყანას, ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა კიდეც.
შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა.
ვგულისხმობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც „ფეისბუქზე“ აქტიურობს, თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა გარდაცვლილთა ან ავადმყოფების რაოდენობის შემცირების ან რაღაც ტენდენციის შემცირებაზე, უკმაყოფილო არიან და ამაზე ილანძღებიან.
როდესაც აქვეყნებ ოპტიმისტურ ინფორმაციას და ამაზე არის უკმაყოფილება, ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს პოზიტიური ინფორმაცია ხელს არ აძლევთ. საბედნიეროდ, ასეთი არის მოსახლეობის უმცირესობა. მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა და არ უნდათ რომ დავუბრუნდეთ ძველ შეზღუდვებს.
დღეს ის რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის და მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები მაგალითად: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ბელგია, თურქეთი.
ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მაგრამ მისი აჩრდილი მოჩანს ევროპის ქვეყნებიდან“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 7 აპრილის მონაცემებით 285 645-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 275 547 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,98%, ბოლო 7 დღის - 2,42%-ია.
საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით 1 363 ადამიანი აიცრა.
7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 14 207 ადამიანია აცრილი.
იხილეთ აგრეთვე:
„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.
ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.
„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.
სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.