მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა კულუმბეგოვი: ყველა მსურველისთვის „ფაიზერი“ და მოდერნა ვერ იქნება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1620419673
COVID-19

ყველა მსურველისთვის ვერ იქნება „ფაიზერი“ და მოდერნა, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა, ვინც „სინოფარმზე“ დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ „სინოფარმი“ ავტორიზაციას გაივლიდა. ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად ჰქონდათ ხინჯი, ისეთი ვაქცინა არ გაეკეთებინათ, რომელსაც არ აქვს ავტორიზაცია, ასევე ეშინოდათ უცხოეთში პასპორტის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შეჰქმნოდათ, ეს შიშები მოიხსნა და ლეგალურია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის თანხმობას არ ნიშნავს“ - აღნიშნავს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, „სინოფარმით“ აცრილი ადამიანები ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებას შეძლებენ თუ არა, ეს თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული.

„სიმართლე გითხრა, არ ველოდი „სინოფარმზე“ ასეთ აქტიურობას, თუმცა როდესაც „ასტრა-ზენეკაზე“ არის ასაკობრივი შეზღუდვა და ელოდებიან ვაქცინებს, რომელიც როდის იქნება და რანაირად არ იციან, როგორც კი გამოჩნდა ვაქცინა, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდნენ.

ყველა მსურველისთვის ვერ იქნება „ფაიზერი“ და მოდერნა. ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდში, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ხალხმა, რომ დარეგისტრირდნენ, ეს ადამიანები არიან ძალიან მოტივირებულები“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ დაამტკიცა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.ჯანდაცვის მსოფლიო

ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოში?

👉 ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს რა შემთხვევებში აქვს „სინოფარმს“ პირდაპირი უკუჩვენება

👉 „სინოფარმით“ ვაქცინაცია გაცილებით უკეთესია“