მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ შემცირდა“ - ამირან გამყრელიძე

ncdc-ის დირექტორი
1614166287
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ქვეყანაში ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული, ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

„მოგეხსენებათ, დღეს იყო პირველი საბჭოს სხდომა ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

შევადარეთ ნოემბერ-დეკემბრის და დღევანდელი მონაცემები ინციდენტობის თვალსაზრისით, ანუ, ახალ შემთხვევათა რიცხვი 100 000 მოსახლზე, 7 დღიანი, 14 დღიანი და ყველაზე მაღალი ინციდენტობა გვქონდა 10 დეკემბერს.

15 ნოემბრიდან დეკემბრის 10-მდე იყო პიკური პერიოდი, როცა დღიურად გვქონდა 4 000-5 000 შემთხვევა. ინციდენტობა არის 10-ჯერ შემცირებული. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა.

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

⭕ იხილეთ ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაც ხვალიდან იგეგმება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება