მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მალე დასახელდება თარიღი, თუ როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა“- თამარ გაბუნია

ფაიზერის ვაქცინა აშშ-ში
1622814228
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, მიმდინარეობს მოლაპარაკების მეორე ეტაპზე მუშაობა და მალე გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი კონკრეტული დეტალები.

„დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა. ასევე მიდის მუშაობა „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“ დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან – „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვოვაქსის“.

„ნოვოვაქსის“ შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, იმუნიზაციისათვის ეტაპობრივად დაემატება დაწესებულებები, რომლებიც ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.

„ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად.

დღეს „სინოვაკის“ დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები. შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 347762 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 331680 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: 2,59%, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 2,9%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅საჭიროა თუ არა ტესტირება COVID 19–ის ვირუსზე, თუ ვაქცინირებული ხართ?

✅კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს -The New York Times

✅„როცა რუჯს იღებ, იქ არავინ მოგთხოვს პირბადის გაკეთებას“- პაატა იმნაძე