მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეოთხე ტალღა გავიარეთ, მაგრამ თვით დამშვიდებას არ უნდა მივეცეთ“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
1630247761
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველო კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მეოთხე ტალღის პერიოდს გადის.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლოა, ინფიცირების მაჩვენებელმა იკლოს.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, ჩვენ ამ მეოთხე ტალღას გადავდივართ თუ გადავიარეთ შეიძლება ითქვას პროგნოზულად, მაგრამ ჩვენ არავითარ თვით დამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში.

თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე. ამდენს ვსაუბრობთ, რომ გვქონდა 50% და იყოს 75%, და შემდეგ კიდევ უფრო მეტი, პირიქით, უფრო უგულებელყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და 50%-ს დაბლა ჩამოდის პირბადის ტარების მაჩვენებელი“, - აცხადებს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი შეკრებებისგან და ჩაიტარონ ვაქცინაცია, რათა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 76 ადამიანი, ხოლო 6 177 პირი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10 58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.15%.

იხილეთ აგრეთვე:

✅„თუ ყველა გაითავისებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, მაშინ არ იქნება აუცილებლობა დამატებითი შეზღუდვების“ - ამირან გამყრელიძე

✅გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არის ვაქცინირებული

✅„იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა“ - გურული