მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მესამე ტალღა არც ისე მძაფრი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით“ - გიორგი ღოღობერიძე

ღოღობერიძე
1622131646
COVID-19

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სატელევიზიო ეთერში, მესამე ტალღასა და ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე ტალღაც არც ისე მძაფრი აღმოჩნდა.

„ტალღები ყოველთვის იქნება. ვირუსის ტალღები შეიძლება იყოს იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ამან შეიძლება ჩვენში სერიოზული პანიკა არ გამოიწვიოს.

თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო შვიდი დღის სტატისტიკას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი გახსნილია და მეტი თავისუფლებაა ამის ფონზეც კი არ გვაქვს კატასტროფულად მაღალი რიცხვები და ეს მესამე ტალღაც არც ისე მძაფრი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით.

ამიტომ, არ მგონია, მომდევნო თვეებში ჩვენ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა

👉 „არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის“

👉 მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი?