მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატება, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია“ - თამარ გაბუნია

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1626162403
COVID-19

„კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური, ასევე ნებისმიერი სხვა პროცესების განვითარების კუთხით“,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება უკვე 1800-ს, ეს არის ჯამური მაჩვენებელი. თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე. აქვე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ გასული 2-3 დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს.

თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე, მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი - უკვე გადატვირთულია. მოგვიხდა კიდევ დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით, რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა მიუხედავად ყველაფრისა.

ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 619 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 379673-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5479 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 360558 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,3%, ბოლო 14 დღის - 4%, ბოლო 7 დღის - 4,26%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა“ - ჯანმოს წარმომადგენელი

✅Pfizer-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზის დამტკიცებას გეგმავს