მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნოვავაქსი“ თავისუფალია პრაქტიკულად ყველა გვერდითი მოვლენისგან“ - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1619694639
COVID-19

საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური საბჭოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვრის შემცირება არ იგეგმება.

როგორც მან კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული.

„იყო ასევე საუბარი, რომ ხომ არ დავწიოთ ასაკი 55 წელს ქვემოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, რადგან ყველაზე ანგარიშგასაწევი სახელმწიფოები, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან. ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ეს ასეა საჭირო.

„სინოფარმზე“ გახსნილი იქნება ყველა ზღუდე და ყველა შეძლებს აცრას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, უკვე არის ინფორმაცია, რომ მესამე კვარტალში საქართველო ამერიკულ ვაქცინა „ნოვავაქსსაც“ მიიღებს.

„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ მესამე კვარტალში საქართველო მიიღებს მილიონ დოზა „ფაიზერს“ და მილიონ დოზა „ნოვავაქსს“. „ნოვავაქსი“, ჩემი როგორც ექიმის შეფასებით, იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა. ის შემოვა ივლის-აგვისტოში“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, „ნოვავაქსი“ შუალედური მეთოდით არის დამზადებული და იგი პრაქტიკულად ყველა გვერდითი მოვლენისგან თავისუფალია.

„ის არ არის რნმ (რიბონუკლეინის მჟავა), ის არ არის ინაქტირებული ვირუსი, ის არის გასუფთავებული ცილა“, - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 15 მარტიდან დაიწყო.

ამ დროისთვის, აცრილ მოქალაქეთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 1%-ს აჭარბებს.