მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორი ორჯერადად აცრილი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1626777498
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 2 კოვიდ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, რომლებიც იყვნენ ორჯერადად აცრილი.

მისი თქმით, სხვადასხვა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს გარდაცვალების მიზეზის დადგენა.

„ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0,8% ინფიცირების მაჩვენებელი და ორჯერადად აცრილებში 0,3% გვაქვს. გიდასტურებთ, რომ ერთჯერადად აცრილებში დღემდე კოვიდით გარდაცვალების 12 შემთხვევაა. არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა ივლისის 5 რიცხვამდე ორჯერადად აცრილებში, მიმდინარეობს კვლევა, იყო თუ არა ეს დაკავშირებული 2 შემთხვევასთან.

გიდასტურებთ რომ, ჯერ არ არის საბოლოო დასკვნა, დადასტურებული იყო თუ არა ეს ორჯერადად აცრილ ადამიანზე. 2 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, აქ არის კრიტერიუმები იყო თუ არა მეორე აცრიდან 14 დღე და ა.შ. ეს ყოველივე გამოქვეყნდება არაფერი დასამალი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 880 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 390 945-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,19%, ბოლო 14 დღის - 4,77%, ბოლო 7 დღის - 5,24%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“ - ამირან გამყრელიძე

✅პირბადის ტარება ღია სივრცეში შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

✅„გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან“ - მაია ბუწაშვილი