მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერმა ვაქცინაციის პროცესი გადაარჩინა“ - თამარ გაბუნია

ინტერესი ვაქცინაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია
1621333720
COVID-19

„ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა დაგვებრუნებინა, ვფიქრობ ფაიზერის ვაქცინამ ეს პროცესი გადაარჩინა,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია როგორც კი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ვაქცინაციის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ შეზღუდვები კიდევ შევამსუბუქოთ.

თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედის მომცემია, ასევე იმან, რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარეთ სივრცეში გაატაროს მეტი დრო, შესაძლებლობა მოგვცა, რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ.

ზამთარში, რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით. ვაქცინაციაა ჩვენთვის მთავარი პროცესი იქნება. სისტემისთვის დღევანდელი ეპიდვითარება მართვადია, მთავარია, შეზღუდვების შემსუბუქებამ მატება არ გამოიწვიოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 490 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 312 349-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები გამოიყენება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია

👉 უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ

👉 აცრის რაოდენობამ 80 000 გადააჭარბა

👉 რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის შემდეგ?