მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საგანგაშო სიგნალია, რომ იმატებს ინფიცირებული ბავშვების რიცხვი“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1626166791
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იმატებს, რაც საგანგაშოა.

„რაც ყველაზე უფრო საგანგაშო სიგნალია ჩვენთვის, იმატებს ინფიცირებული ბავშვების რიცხვი და მათგან ბევრს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამის მიზეზი ძირითადად ის არის, რომ ოჯახის უფროს წევრებს მიაქვთ ბავშვებთან ინფექცია.

ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჯერჯერობით ქვეყნების უმრავლესობაში არ მიმდინარეობს ბავშვების ვაქცინაცია. ამიტომ ჩვენ ახლა რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ზრდასრულების აცრა, რათა დავიცვათ ბავშვებიც“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების 80-მდე შემთხვევაა დადასტურებული, ამ შემთხვევების მესამედი ბავშვებში ფიქსირდება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 377811-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5468 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 359939 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატება, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია“ - თამარ გაბუნია

👉 „სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა“ - ჯანმოს წარმომადგენელი