მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1626164162
COVID-19

„ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინდენტიფიცირების, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას.

„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება.

კორონა ვირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 619 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 379673-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5479 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 360558 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,3%, ბოლო 14 დღის - 4%, ბოლო 7 დღის - 4,26%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული, ამიტომ უმრავლესი ქვეყნები ცნობენ და შესაძლებელია მოგზაურობა - ამირან გამყრელიძე

✅„მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატება, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია“ - თამარ გაბუნია

✅საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული