მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1626334318
COVID-19

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაციის გაუმჯობესება ვაქცინაციასა და პირადი დაცვის საშუალებებზე გადის.

„ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება.

გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი. ბავშვებში ბოლო პერიოდში ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა. ნოემბერში და დეკემბერში ბავშვთა საწოლები თავისუფალი გვქონდა, თუმცა, ახლა ვამატებთ ბავშვთა საწოლებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ორჯერ ვაქცინირებულებში არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

👉 მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატება

👉 გახდება თუ არა სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია?