მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სინოფარმი და სინოვაკი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული, ამიტომ უმრავლესი ქვეყნები ცნობენ და შესაძლებელია მოგზაურობა - ამირან გამყრელიძე

ენსიდისის ხელმძღვანელი
1626163503
COVID-19

„ჩინური ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი შედის იმ შვიდ ვაქცინათა ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ამიტომ, უმრავლესი ქვეყნები ცნობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოგზაურობისთვის დღეს მთავარი დოკუმენტი არის უარყოფითი PSR ტესტი, თუ ქვეყანას საქართველოსთვის განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს დაწესებული.

„ჩინური ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი შედის იმ შვიდ ვაქცინათა ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ამიტომ, უმრავლესი ქვეყნები ცნობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა. მოგზაურობისთვის დღეს მთავარი დოკუმენტი არის უარყოფითი PSR ტესტი, თუ იმ ქვეყანას ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს დაწესებული. ვაქცინაცია ძირითადად მოთხოვნილია დიდი თავშეყრის ადგილებზე ცხოვრებისთვის, მაგალითად საუნივერსიტეტო კამპუსებისთვის და, ასევე, სხვა ტიპის დიდი შეკრებებისთვის, კონგრესებისთვის, ყრილობებისთვის და ა.შ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

რამდენად ეფექტურია სინოვაკის ჩინური ვაქცინა COVID 19-ის დელტა შტამის წინააღმდეგ?

რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკი“ ადამიანებს? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ვაქცინა? - ივანე ჩხაიძის განმარტება