მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკი“ ადამიანებს? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ღოღობერიძე
1621588389
COVID-19

ონკოლოგი და ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ ადამიანებს სიკვდილისაგან 87%-ით იცავს.

„თუ ჩვენ დავეყრდნობით მაისის თვის მონაცემებს, რომელიც უკვე მივიღეთ ჩილესაგან, ვიგებთ, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომური ფორმების წინააღმდეგ ეს არის დაახლოებით - 65%, ის იცავს ადამიანს კლინიკაში მოხვედრისაგან - 87%-ით, სუნთქვის აპარატის საჭიროება რომ არ წარმოიქმნას, იცავს - 90%-ით და გარდაცვალებისაგან - 87%-ით.

მეტი ინფორმაცია ამ ვაქცინის უსაფრთხოებაზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა როგორც კი მიიღებს ჯანმოს აღიარებას და გადაუდებელი შემთხვევებისთვის ავტორიზაციას, მაშინ გვექნება.

ინფორმაციისთვის, „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.

ვაქცინაციას კი 18 წელს ზემოთ მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ.

საქართველოში „სინოვაკის“ 100 ათასი დოზაა. ის ავტორიზებულია ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ.

„ჩვენთან „სინოვაკს“ გადაუდებელი გამოყენებისთვის აქვს დაშვება პაციენტი და მოქალაქე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე „სინოვაკს“ არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა გავლილი აქვს შუალედური შეფასება.

ექსპერტების ჯგუფის დადებითი დასკვნა ამის შესახებ არსებობს, რომ ის ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანი არის აცრილი „სინოვაკით“ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთსა და აზერბაიჯანში“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაციას კი მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ

✅საქართველოში კოვიდვაქცინით 105 500 აცრა ჩატარდა

✅„მესამე დოზის მთავარი დანიშნულება იქნება, იმუნიტეტი კიდევ უფრო მაღალი იყოს“- ბიძინა კულუმბეგოვი