მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ინფიცირებული ბავშვების კლინიკაში დაყოვნება, ძირითადად, 3 დღეს არ აღემატება

ინტერესი ვაქცინაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია
1627023747
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს.

მისი თქმით, გრძელდება კოვიდკლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზება და კოვიდსასტუმროების დამატება.

„საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხშირად უსიმპტომოც, მაგრამ ასევე, საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეანიმაციაში.

ბავშვებში არის შემთხვევები, უმეტესი არის მსუბუქი მიმდინარეობის და მათი დაყოვნება კლინიკებში არ აღემატება სამ დღეს, არის ერთეული, შედარებით მძიმე შემთხვევა, რომლის დაყოვნებაც არის უფრო ხანგრძლივი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 398 081 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 5 656 და გამოჯანმრთელებულია 370 565 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უახლოეს დღეებში „ლოკდაუნს“ და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას გამოვრიცხავ“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 გადაეცემა თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზში? - კვლევა

👉 ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?