მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადაეცემა თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზში? - კვლევა

კორონავირუსი საცურაო აუზებში
1626957379
COVID-19

საცურაო აუზში კორონავირუსის გადაცემის ალბათობა ძალზე დაბალია. ამის შესახებ ლონდონის იმპერიის კოლეჯის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას swimming.org ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საცურაო აუზის წყალში ვირუსის ინაქტივირება 30 წამში ხდება.

კვლევები Swim England-მა Water Babies-თან ერთობლივად ჩაატარა. ექსპერიმენტის ავტორები შედეგებით კმაყოფილები არიან.

ერთ ლიტრ წყალზე 1,5 მგ ქლორის დამატება კორონავირუსის გავრცელების ალბათობას 1000-ჯერ ამცირებს და ის 30 წამის შემდეგ ქრება. ექსპერიმენტის ავტორებმა ვირუსი ქლორიან წყალში სპეციალურად გაუშვეს და დაადგინეს, რომ ის ვერ გადარჩა.

კვლევის მონაწილეთა განცხადებით, სწორი მოქმედების შემთხვევაში საცურაო აუზები იქ მისული ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?

🔅 როგორ და რა ვადაში დგინდება რომელი შტამით არის ადამიანი ინფიცირებული - ინფექციონისტის პასუხი

🔅 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ? - New England Journal of Medicine კვლევა