მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გებრეისუსი: კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი მუტაციას განაგრძობს

ჯანმოს ხელმძღვანელი
1625409633
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი მუტაციას განაგრძობს.

„დელტას“ ვარიანტი საშიშია და განაგრძობს განვითარებასა და მუტაციას, რაც მოითხოვს მუდმივ შეფასებასა და საზოგადოების ჯანდაცვის სისტემის რეაგირების ფრთხილ კორექტირებას“, - აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან?

ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან