მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს 25 მარტიდან შეეძლებათ

ეკატერინე ტიკარაძე
1616408401
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, შეუფერხებლად გაგრძელდება.

ვაქცინაციის პროცესს კი დაემატება ასაკობრივი ჯგუფები 65 წელს ზემოთ, რადგან მისივე განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორია.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „ასტრაზენეკა“ აღიარა, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, შესაბამისად, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება.

გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში კერძოდ, 65 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფებია ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც კოვიდ ინფექცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი დაგვეჩქარებინა“,- განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პორტალი მოქალაქეებისთვის 25 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.

„წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, 1525- ზე მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას“,- განმარტა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი გარძელდება და, 25 რიცხვის შემდეგ, ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ აქამდე ჰქონდათ.

ამ დრომდე booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ.

აგრეთვე იხილეთ:

„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში დგას ვალდებულება, რომ ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი“ - ტიკარაძე