მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციიდან ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა გახდება საჭირო“ - ენტონი ფაუჩი

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი
1621489662
COVID-19

„ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვეა, გამაძლიერებელი ვაქცინა გახდება საჭირო“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი ვაქცინა პირველი აცრიდან ერთ წელიწადში უნდა გაკეთდეს.

„მე ვფიქრობ, თითქმის აუცილებლად დაგვჭირდება ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის წითელას მსგავსი“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

👉 კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრული კოდის შემოღება, რომლითაც ისინი ყველა სერვისს შეუზღუდავად მიიღებენ“ - ივანე ჩხაიძე

ევროკავშირში შესვლა ვაქცინირებული პირებისთვის გამარტივდება

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის მესამე დოზა, სავარაუდოდ, 12 თვის განმავლობაში, საჭირო გახდება