მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ქაბულში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ავღანეთში საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ქარზაი და ისლამური პარტიის ლიდერი გულბედინა ხეკმატიარა შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ქარზაიას თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს „ქაოსის თავიდან აცილებას და ადამიანთა ტანჯვის შემცირებას“, ასევე „საქმეების უკეთ მართვას“, რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემასთან.

იმავდროულად, თალიბანის სპიკერმა ალჰანაფი ვარდაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის არ განიხილავს ავღანეთში დროებითი გარდამავალი მთავრობის შექმნას.

„ჭორები დროებითი და გარდამავალი მთავრობის შესახებ არ შეესაბამება რეალობას“, - აღნიშნა მან.

ამავდროულად, სიტუაცია ქაბულში სწრაფად იცვლება.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ სატარ მირზაკვალმა განაცხადა, რომ დედაქალაქში დაწესებულია კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 21.00 საათიდან - პროვოკაციების ჩასახშობად და დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია. არსებული საფრთხის გამო, აშშ-მა საკუთარი საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, რომელთა უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს„თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე შეტევა დაიწყო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

👉 თალიბანი ავღანეთის სათავეში დაბრუნდა

👉 „სახელმწიფო ძალებმა ქვეყანა ვერ დაიცვეს“