10 ნოემბერის შეთანხმების შემდეგ ყარაბაღის ნაწილში რუსი სამშვიდობოები შევიდნენ, ხოლო სამხრეთ რაიონებში აზერბაიჯანული ჯარი განლაგდა.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომეხმა მოსახლეობამ ტერიტორიის დატოვებამდე საკუთარი სახლები და სხვადასხვა ობიექტები გადაწვა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტისას 2 300-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ასეულობით ჯარისკაცი კი დაკარგულად ითვლება.
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც ქალაქ შუშას მიდამოები, სტეფანაკერტი, ლაჩინის დერეფნი და ქელბაჯარის რაიონია ასახული ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ.
👉 ინფორმაციისთვის 10 ნოემბერს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.
👉 მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა.
წყარო: RadioLiberty, VO, Reuters, Gettyimages
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 სომხური მოსახლეობა წვავს ობიექტებს, აზიანებს გარემოს
ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
„სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთა ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, სკოლები ბრიტანეთში 8 მარტამდე ვერ გაიხსნება. ამის შესახებ mirror.co.uk იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ღამის კლუბებს, რესტორნებს, დისკოთეკებს, კარაოკეებს და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ Meduza იუწყება.
ცხინვალის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ დილაობით ქალაქის ქუჩებში მკვდარ ძაღლებს აწყდებიან. ძაღლებს ქალაქის მერიის ბრძანებით ხოცავენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.42 თეთრი შეადგინა.
თურქეთში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, საფლავები რომლებზეც QR კოდია განთავსებული. ამის შესახებ „hurriyetdailynews“ წერს.