მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში „ფაიზერის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ფარმაცევტული კომპანია ფაიზერი

ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ფაიზერის“ გამოყენებას მხარი დაუჭირა და შესაბამისი ნებართვა გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ფაიზერის“ ვაქცინა ევროკავშირში 16 წელს გადაცილებულ მოზარდებში უკვე გამოიყენება.

მარეგულირებელ სააგენტოში აცხადებენ, რომ 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორი დოზაა საჭირო და მათი მიღება მინიმუმ სამი კვირის ინტერვალით უნდა ჩატარდეს.

ამასთან, ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელ კომპანიაში ამბობენ, რომ ევროპის ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია აცრიან თუ არა „ფაიზერით“ მოზარდებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ როდის იქნება „ფაიზერის“ მილიონი დოზა საქართველოში? - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

✔️ ბიძინა კულუმბეგოვი: ყველა მსურველისთვის „ფაიზერი“ და მოდერნა ვერ იქნება

✔️ „ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

✔️ კანადამ 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაუშვა