მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია“ - დიმიტრი პესკოვი

პესკოვი პუტინზე და ზელენსკიზე

„სააკაშვილი ყველგან აწყობს ცირკს, სადაც იმყოფება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას ura.news ავრცელებს.

„სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია. მთავარია, რომ მან საფრთხე არ შეუქმნას იმ ქვეყანას, სადაც იმყოფება. ჩვენ ამ ეტაპზე დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა პესკოვმა.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელიც სააკაშვილის თქმით, ბათუმშია ჩაწერილი, მსოფლიო მედია ეხმაურება: „სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაკავების საფრთხის მიუხედავად დაბრუნდა, მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს“, - ამის შესახებ BBC, Reuters, euronews.com, Bloomberg, France24 და სხვა გამოცემები იუწყებიან.

იხილეთ ასევე:

✅„3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

✅„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოშია“ - მარია ბარაბაშ

✅„აი, ეს არის ჩემი ბათუმი“ - მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს (ვიდეო)

✅„ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგით ნაბიჯი დიდი შერიგებისაკენ“ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე