მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ახალ სისტემას ავაწყობ და გავაკეთებ „გირჩს“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Pia.ge

„მე ცალკე ვაპირებ „გირჩის“ კეთების გაგრძელებას“, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, ამ სისტემის ნაწილი აღარ იქნება და ცალკე სისტემას გააკეთებს.

მისივე თქმით, ყოფილ თანაპარტიელებთან – ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასა და ალექსანდრე რექვიაშვილთან მისი გზები საბოლოოდ გაიყო.

„მე ცალკე ვაპირებ „გირჩის“ კეთების გაგრძელებას. თუ რეესტრის რაიმე ამონაწერზეა საუბარი, ეგ ჩემთვის არასდროს ყოფილა განხილვის საგანი. ბოლოს როდის ვნახე ეგ ფურცელი, აღარ მახსოვს. ისევე, როგორც „გირჩს“ აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ და გავაგრძელებ იმის კეთებას.

ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე მაინტერესებდა სახელი და „გირჩის“ ფეიჯი, შევთავაზე, მათ შორის, გადაგვეწყვიტა დემოკრატიული გზის და „ბაბლში“ ხმის მიცემა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია.

ამაზე ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც პირველად ვლაპარაკობ, არის ის, რომ მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაწყობ და გავაკეთებ „გირჩს“,“ – განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ მის გარშემო უამრავი ადამიანია.

ზურაბ ჯაფარიძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოლიტიკური ორგანიზმის ასაშენებლად სწორი ადამიანები ვერ შეარჩია.

„ამ წუთში მე არ მჭირდება არანაირი ფორმალური დოკუმენტი, ვინაიდა სახელმწიფოსთან შეხება არ მაქვს. მაგრამ თუ დამიდგება ასეთი არჩევანი, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობა – ეგეთ ქაღალდს გავაკეთებ,“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, სახელწოდება „გირჩი“ მას უკავშირდება და მისთვის უცნობია, თუ რას აპირებს მეორე ჯგუფი:

„პრობლემებზე, ზოგადად, არ ვლაპარაკობ. არასწორი მგონია, რაც უნდა იყოს. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი ბრალია, პასუხისმგებლობაც თავიდან ბოლომდე ჩემია, ზიანიც ჩემია. თუ ვინმეს მიადგა რეპუტაციული ზიანი – ეს მე ვარ და მესმის, რომ ამის გამოსწორებას ბევრი დრო და შრომა დასჭირდება.

სხვა ნებისმიერი საუბარი ამას გარდა, არასწორი მგონია. ნებისმიერი საუბარი რაღაც ტიპის პრობლემებზე, ყველა შემთხვევაში იქნება – მე კარგი ვარ, ისინი ცუდიო - ეს ადამიანური არ მგონია ,“ – განმარტავს ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, ცნობისთვის, 4 დეკემბერს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 მეგობრობიდან გაყრამდე - „გირჩის“ დაპირისპირების ქრონიკა

🔴 ჯაფარიძის მომხრეები „გირჩის“ დანარჩენ ლიდერებს ტალახს ესვრიან, რომელსაც წვიმა ჩამორეცხავს