მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ჯაფარიძის მომხრეები „გირჩის“ დანარჩენ ლიდერებს ტალახს ესვრიან, რომელსაც წვიმა ჩამორეცხავს 

გირჩის წევრი

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ყოფილ თანამშრომლებთან ხშირად გაუგებრობები ჰქონდა, რადგან არაკვალიფიციურობას ვერ იტანს. 

„სამწუხაროა, რომ ზურაბ ჯაფარიძის მომხრეები ასე იქცევიან - პარტიის დანარჩენ ლიდერებს ტალახს ესვრიან. ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება უკან ქვა, რომელიც არის სიმართლე. სიმართლე ამ შემთხვევაში არის ჩვენს მხარეს.

ჩვენ ძირითადად დავის გადაწყვეტის გზა გვგონია „გირჩის“ წევრების, ამომრჩევლების ჯგუფში საუბარი და შეთანხმების მიღწევა“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

♻️ როგორ გაიყოფენ „გირჩს“ „გირჩელები“?

♻️ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

♻️ ვახო მეგრელიშვილი: მეც მინდა გავარკვიო რა ხდება