მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება“- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ - არის გარკვეული მუხლები, რასაც არ შეიძლება შეეხოს ამნისტია, ეს არის კონვენციის მე-2 - მე-3 მუხლებით დაცული უფლებები: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული.

„უნდა მივიღოთ გამართული კანონი. თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. უმარტივესი პრინციპია. თუ გამოიცემა ამნისტიის კანონი, ის უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომლებზეც შეიძლება აღსაძრავი იყოს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა თანასწორობის პრინციპი. ეს არის იურისპრუდენცია და არა პოლიტიკა“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ , პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა.

შეთანხმების მიხედვით, ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მელიას ურჩევნია გადაიხადოს გირაო, რადგან მაკო გომურის დამსახიჩრებელი არ დარჩეს დაუსჯელი“ - გია ხუხაშვილი

✅ბადრი ჯაფარიძე: ვინც არ იქნება თანახმა, რომ ამნისტია შეეხოს, შეეძლება სასამართლოში გაასაჩივროს

✅მაკო გომურის საქმეს ამნისტია არ შეეხება - ხათუნა სამნიძე