მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ არ ვართ ბაზარში, გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა და უნდა მივიღოთ ევროპული ნორმები“- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ საკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. როგორც ის აღნიშნავს, დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხმებს სწორად ვერ დათვლის, ამიტომ საჭიროა პარტნიორების ჩართულობა.

სააკაშვილის თქმით, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს.

„როგორც ევროპამ და ამერიკამ გააკეთეს სხვა ქვეყნებში, ისე უნდა გაკეთდეს აქაც. უკრაინაში კოსოვოში, ალბანეთში, ბალკანეთში არჩევს საარჩევნო კომისიის წევრებს პროკურორებს და მოსამართლეებს პარიტეტული კომისია, სადაც შედის 3 წარმომადგენელი დანიშნული დასავლეთის მიერ, 3 მთავრობის მიერ და 3 ოპოზიციური სხვადასხვა ჯგუფების მიერ.

თუ ეს ასე იქნება, მაშინ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ გამოსავალს. ელექტრონული კენჭისყრაც მისაღებია, იმიტომ რომ ამის გაყალბება შეუძლებელია.

გაუგებარია ნიკა მელიას განთავისუფლების პროცესი. მისი განთავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

მთავარი საკითხია ვინ დაითვლის ხმებს? მოდით დეტალებს ჩავხედოთ კრიზისი უნდა გადაილახოს, თუ კიდევ დაითვლის ხმებს თამარ ჟვანია , მათ მიერ დანიშნული 8 ადამიანი მაშინ 5%- იც რომ აიღონ გამოაცხადებენ, რომ 43 % ავიღეთო ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ და თავს ნუ მოვიტყუებთ, სირაქლემის პოზაში ყოფნას არ ვაპირებთ.

მე მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აიღონ ის მაგალითები, რაც გააკეთეს უკრაინაში, იქ არჩევნები არ ყალბდება. უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც მათ უკვე აპრობირებული აქვთ, მაშინ შესაძლებელი იქნება ხმების დათვლა.

თუ ამ სისტემას არ იღებენ, თავის მოტყუებას თუ შევუდგებით და ვიძახეთ, რომ კომპრომისი გვინდა, ეს არ არის კომპრომისი, ესაა უბრალოდ დათანხმება იმაზე რაც არის. ჩვენ გვინდა კონსტრუქციული გამოსავალი და კრიზისის გადალახვა.

ხელი უნდა მოაწერონ თუ არა დოკუმენტს პარტიებმა, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, კრიზისი არის მძიმე და გვინდა ამისი გადალახვა, მაგრამ არსებობს ელემენტარული თამაშის წესები ცივილიზებულ სამყაროში.

ჩვენ გვინდა ნორმალიზაცია, ჩვენ გვინდა დემოკრატია, თავისუფალი არჩევანი და ხმები უნდა დაითვალონ პატიოსნად.

მე მინდა ყველაზე მეტად, როგორც დევნილს, როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ შემქმნელს რომელსაც ხელისუფლების უზურპატორები მომეპყრენ უსამართლოდ, ჩვენ გვინდა საერთაშორისო მექანიზმების ბოლომდე ამოქმედება.

ხალხმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან ბატონ-პატრონი საკუთარი ქვეყნის, ამისათვის გვინდა საერთაშორისო გარანტიები რა არის აქ გაუგებარი ? ყველამ უნდა ვიმუშაოთ დოკუმენტი დავხვეწოთ.

ჩვენ არ ვართ ბაზარში - გააჩნია ვინ დაითვლის ხმებს. სულელები ხომ არ ვართ გვინდა პატიოსანი დათვლა. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა და უნდა მივიღოთ ევროპული ნორმები“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„გირჩის“ წევრებმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

✅„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

✅„ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ბოიკოტი შეწყდეს მელიას გამოშვების შემდეგ“- გიგი უგულავა