მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგა ხაჩიძე ზურაბ ჯაფარიძეს: ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას

პარტია გირჩის დამფუძნებელი

პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე „გირჩში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „გირჩისთვის“ მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა. 

იგი მხარდაჭერას, ერთმნიშვნელოვნად, ზურაბ ჯაფარიძეს უცხადებს.

„გირჩი - სახელად პარტიას მე დავარქვი. შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი „ნათლიაც“ გამოვედი

„გირჩი“ იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!
ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.

მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში; ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;
ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არაადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;

ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს... მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს... ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას!“, - აღნიშნავს გოგა ხაჩიძე.

👉 ინფორმაციისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დახურულ ჯგუფში განცხადება გაავრცელა, რომ მისი და პარტიის წევრების გზები გაიყო.

👉 მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეზე: არ ვიცი რა მოხდა, გუშინწინ მეგობრები ვიყავით

👉 ჰერმან საბო: ზურაბ ჯაფარიძის ეს ნაბიჯი გაუგებარია, იმედია დამშვიდებულზე უკეთ ახსნის

👉 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო