მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეზე: არ ვიცი რა მოხდა, გუშინწინ მეგობრები ვიყავით

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია

„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის წევრებისთვის ზურაბ ჯაფარიძის განცხადება განხეთქილების შესახებ მოულოდნელი იყო და არ იციან რა არის ამის მიზეზი. 

როგორც იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია გაუგებარია.

„ამის უკან რა დგას, არ ვიცი და თქვენთან ერთად მზად ვარ, გავარკვიო. გუშინწინ მეგობრები ვიყავით. მგონია, რომ ჩვენს მეგობარს დახმარება ესაჭიროება. ზურაბ ჯაფარიძე არის ერთი, მარტო და დანარჩენი „გირჩი“ გაკვირვებულია ამ ყველაფრით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, თავად პარტიის დატოვებას არ აპირებს.

„მე საიდან უნდა წავიდე? მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

👉 ინფორმაციისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დახურულ ჯგუფში განცხადება გაავრცელა, რომ მისი და პარტიის წევრების გზები გაიყო.

👉 მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჰერმან საბო: ზურაბ ჯაფარიძის ეს ნაბიჯი გაუგებარია, იმედია დამშვიდებულზე უკეთ ახსნის

👉 იაგო ხვიჩია: რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი ჯაფარას მეგობარი და დამფინანსებელია

👉 როგორ გაიყოფენ „გირჩს“ „გირჩელები“?