მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელია და რურუა საპატიმროს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დატოვებენ“ - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე

„პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდ წილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს.

„შევუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას „ქართული ოცნების“ არმოსვლასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი და მომავალი, მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმებულ მოლაპარაკებებზე არ მოსვლა კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ ადამიანების დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლის, პრობლემებისა და ამ პროცესის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობის და უპატივცემულობის გამოვლენა.

რაც შეეხება დოკუმენტს, დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს. პირველ რიგში ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარი არის მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე, საუბარია მკაფიო ვადებზე და საუბარია მექანიზმებზე როგორ უნდა ამის განხორციელება.

ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდ წილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა. ორივე ადამიანი, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლზ მიშელი ახალ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა.

ამავე თემაზე:

👉 „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს“ - ხათუნა სამნიძე

👉 „შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებულია, რომ პოლიტპატიმრების საკითხი მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს“ - ვაშაძე

👉 შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - კარლ ჰარცელი