მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: როგორც ჩანს ბატონმა გახარიამ სისხლისღვრისკენ მეორეჯერ ნაბიჯი არ გადადგა

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს განცხადება გაავრცელა, იგი გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის გადადგომის საკითხსაც.

როგორც  ნიკა მელიამ განაცხადა, სრულიად ოპოზიციური სპექტრი მზად არის მმართველ პარტიასთან და ფასილიტატორ ელჩებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ახალი ვადამდელი არჩევნების თემის განხილვისათვის. 

„პირველივე დღიდან ჩვენ საერთო ეროვნული მოძრაობა არაერთ ფორმატში გამართულ შეხვედრამდე ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის უმთავრესია კანონის უზენაესობა.

უმთავრესია ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება სადაც ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდება პირუთვნელი არჩევნები.

ვსაუბრობდით ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაზე ეს იყო მთავარი ჩვენი წუხილი აქედან გამომდინარე დავსახეთ კონკრეტული მიზნები კრიზისიდან გამოსასვლელად.

ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები.

დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

ახალი ვადამდელი არჩევნები რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ ოპოზიციური პარტიები, რომ მივუჯდებით მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ჩვენი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა არა არის ძალადობა, არასოდეს არ იქნება სხვისი დაჩაგვრა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები.

ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს ამისი საწყისი ახალი სამართლიანი არჩევნებია.

როგორც ჩანს ბატონმა გახარიამ არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ. ეს არის დასაფასებელი.

ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას რეჟიმის წარმომადგენლებთან ახალი არჩევნების ჩატარების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით“- განაცხადა ნიკა მელიამ .

ინფორმაციისთვის, დღეს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. გადაწყვეტილება გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას უკავშირდება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️შსს: ნიკა მელიას დაკავება გადაიდო

✔️გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა

✔️„ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის, ქართველი ხალხის თავდადებული გმირობის შედეგი“ - გოცირიძე პრემიერის გადაწყვეტილებაზე