მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნურავინ ნუ შეიწუხებს ამაზე თავს“ - ზაალ უდუმაშვილი ბესიკ ბოგველის შესახებ

ზაალ უდუმაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ ფსიქოლოგ ბესიკ ბოგველის განცხადებას ეხმიანება.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ბოგველის შესახებ და ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხის გადახდა იურიდიულად შეუძლებელია.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, არავის აქვს უფლება, ნიკა მელიას თანხმობის გარეშე, მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ტექნიკურადაც ვერავინ ვერ გადაიხდის ამ თანხას. იურიდიულად ნიკა მელიას აქვს აღკვეთი ღონისძიება შეფარდებული, გირაო არის ანულირებული. გირაოს თანხის გადახდა შეუძლებელია. არაერთხელ გვაქვს გაცხადებული ჩვენც და ნიკასაც, რომ არავის არ აქვს უფლება ნიკა მელიას გადაუხადოს ეს თანხა მისი ნებართვის გარეშე, რადგან რომ სდომოდა მას ამ თანხის გადახდა, თავად გადაიხდიდა. ნურავინ ნუ შეიწუხებს ამაზე თავს“,- აღნიშნავს ზაალ უდუმაშვილი.

ფსიქოლოგიის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას აპირებს.

ბესიკ ბოგველი აღნიშნავს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით მიიღო.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ის, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიხადოს გირაო, არის ტყუილი“ - გიორგი კონდახიშვილი