მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიხადოს გირაო, არის ტყუილი“ - გიორგი კონდახიშვილი

ნიკა მელიას ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ დროს გირაოს თანხის გადახდა არც ტექნიკურად შეუძლია და არც სამართლებრივად.

„დღეს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებულ იქნა წერილი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი.

წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბესიკ ბოგველმა გამოთქვეს მზადყოფნა, გადაეხადათ გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით.

მინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის მიუღებელი და მეტიც, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან.

ბოლო 1 თვის განმავლობაში, როგორც პროკურატურა, ასევე, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიხადოს გირაო, ეს არის ტყუილი.

დღეის მდგომარეობით ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება, რომელი გადაწყვეტილებითაც გირაო არის ანულირებული და შეუძლებელია ნებისმიერი პირის ან ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, როგორც ტექნიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით,“ - აღნიშნავს მელიას ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

აგრეთვე დაინტერესდებით:

გიორგი კონდახიშვილი: ნიკა მელიას მოწოდებაა „ბრძოლა ბოლომდე“

„მას არც ოჯახისთვის და მშობლებისთვის არ ეცალა, თავი ჰქონდა გადადებული“- ანზორ მელია