მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარტია „ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს

ლელო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

„ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პარტიის წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება.

„პრინციპულად ლელო ეთანხმება მაგიდაზე დადებულ დოკუმენტს. აქ არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდეს და სწორად განხორციელდეს. ასევე მედიატორების მხრიდან ამ ყველა პუნქტის შესრულება უნდა იყოს მათი ყურადღების ქვეშ და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას.

პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს, ქვეყნისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება და „ლელო“ ამ შეთანხმების სულისკვეთებით მხარს უჭერს ხელმოწერას, გადატვირთვას, განახლებას, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩვენ არ ვართ ბაზარში, გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა და უნდა მივიღოთ ევროპული ნორმები“- მიხეილ სააკაშვილი

✅„ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ბოიკოტი შეწყდეს მელიას გამოშვების შემდეგ“- გიგი უგულავა

✅„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს