მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეშფოთებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს“ - ეუთოს თავმჯდომარე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. 

ეუთოს თავმჯდომარე მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

„თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ვადევნებ თვალს. მოვუწოდებ მხარეებს, დიალოგისკენ იმისთვის, რათა შემდგომი პროცესები კიდევ უფრო არ გამწვავდეს. განაახლონ დიალოგი და იმოქმედონ ეუთოს ვალდებულებებით“, - აცხადებს ლინდე.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ოპოზიციურ ლიდერებს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იჭერენ“ - ლევან იოსელიანი

🔴 „ნიკა მელია დღეს მოიტაცეს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ - ელენე ხოშტარია

🔴 „ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი