მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელია დღეს მოიტაცეს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ - ელენე ხოშტარია

ხოშტარიას განცხადება არჩევნებზე

„ჩვენ ვიწყებთ გამათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე იმიტომ რომ არ გვაქვს დასაკარგი ქვეყანა,“ - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 

ხოშტარიამ მელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი იდეა და თავგანწირვა ქვეყნის გადარჩენისთვის არასოდეს გაჩერდება.

„ჩემი მხარდაჭერა მინდა გამოვხატო ნიკა მელიას მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დღეს მოიტაცეს და გამოკეტეს სადღაც, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მთელი ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით, პროკურატურით, პოლიციით და თავისი მონა მოსამართლეებით.

ნიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, გამბედაობა, ქვეყნის სიყვარული, იდეა და ის არასდროს არ გაჩერდება, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. ეს ძალა თქვენ თითოეულმა უნდა იგრძნოთ. ჩვენ ერთად ბევრად უფრო მეტნი ვართ, ბევრად უფრო ძლიერებიც, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე. სიმართლის ძალას ვერანაირი ფული ვერ დაამარცხებს.

მე შემიძლია დაგპირდეთ და გითხრათ, რომ ჩვენ ვიწყებთ გამათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი ქვეყანა. ნიკა მელიას დაჭერა უბრალოდ ცდება ერთი ადამიანის გამოკეტვას. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები გიორგი რურუა. ყველა პოლიტპატიმრის თემას ცდება ის, რაც გამოგვიცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან გამოგვიცხადა, რომ მთლიანად ქვეყანა უნდა წაგვართვას და მთლიანად დიქტატურაში უნდა გვაცხოვროს.

მან ასევე გამოგვიცადა, რომ თითოეული მოქალაქის თავისუფლება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის ნებაზე და ამაზე უნდა მიიღოს მტკიცე უარი“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, 23 თებერვალს დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი

✔️ ევროპარლამენტარი: ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიული გზიდან უკან დახევის მიმართულებით აისბერგის წვერია