მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„30 ოქტომბერს მოიტაცებენ ქვეყანას, მერე ამ პრეზიდენტს უკრაინა წაიყვანს და თავმოხერხილები დავრჩებით“ - ჩარკვიანი

საბურთალოზე მაჟორიტარობის კანიდატი

პარტია „კანონისა და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ხალხს „დიდ უბედურებასთან აქვს საქმე“.

„ხალხზე მეტი ვერცერთი პარტია ვერ არის. სახელმწიფო არის ხალხი და სახელმწიფო არის მიტაცებული. ხალხს სურს სახელმწიფოს დაბრუნება. ვინაიდან ამ სახელმწიფოს შექმნაში ლომის წვლილი აქვს მიხეილ სააკაშვილს. დაღლამდე, უძილობამდე, 30 რიცხვის ჩათვლით, ნუ დაველოდებით უბედურებასთან გვაქვს საქმე.

მგონი კარგად მაინც ვერ იცით ვინ არის ივანიშვილი. 30 ოქტომბერს მოიტაცებს ჩვენს ქვეყანას, თავის აგარაკად აქცევს დილის 6 საათზე, მერე ამ პრეზიდენტს უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები, თავმოხერხილები დავრჩებით ან არადა საქართველოსთან ერთად ამოალპობს ციხეში.

ამიტომ მთელი ჩემი ანალიზით ვამბობ, მე რაც რესურსი გამაჩნია, მიუხედავად იმისა რომ განადგურებულია ჩვენი ოჯახი, 30 რიცხვამდე პერმანენტული, ყოველდღიური მზადება უნდა გაიმართოს დიდი ეროვნული მოძრაობისთვის“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „სააკაშვილის განაჩენები აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში“ - თეა წულუკიანი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება