მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩამოვა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“ - კალაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge

თბილისის მერი კახა კალაძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა პროვოკაციასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩამოვა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ის იქნება დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული ძალიან მარტივად“, - აცხადებს კახა კალაძე.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ბილეთების ფოტო გამოაქვეყნა.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოს, რათა ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე:

👉 რამდენ წლიანი სასჯელი ემუქრება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

👉 რამდენჯერ დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა?

👉 „როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, იმავე წამს დაკავებული და შებრძანებული იქნება ციხეში“ - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

👉 „მზად ვარ სანაძლეო დავდო სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“ - იაგო ხვიჩია