მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მზად ვარ სანაძლეო დავდო სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“ - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია Pia.ge 2021

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ სარისკო საქმეს არ ჩაიდენს.

როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მზადაა ამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუნაძლევდეს.

„მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ბილეთის აღება ჩამოსვლას არ ნიშნავს და ჩემი საჯარო შეთავაზება ძალაშია, რომ დავუნაძლევდე „ნაციონალურ მოძრაობის“ რომელიმე წევრს მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ალბათ ახლა ბილეთის ნახვის შემდეგ ზოგმა დაიჯერა და დამენაძლევებიან.

გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რომ ასეთი სარისკო საქმე ჩაიდინო, რთულია, მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვანაირი ადამიანია და მას ტყუილად სთხოვენ ჩამოსვლას, არ ვიცი შეიძლება ვცდები“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

იხილეთ აგრეთვე:

„ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

✅„თქვენ ოღონდ მოდით არჩევნებზე“ და „მიშა ჩამოვა“ კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ მიშა რომც ჩამოვიდეს, ვერაფერს დაგვაკლებს“ - იაგო ხვიჩია (ვიდეო)

✅„ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში“, - მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

✅„ვიღაც გიჟი ლაპარაკობს სისულელეებს“ - ვახო მეგრელიშვილი სააკაშვილის შესახებ