მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ე.წ. ოპოზიცია რომ არ შემხტარიყო პარლამენტში, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებული იქნებოდა“ - ირმა ინაშვილი (ვიდეო)

პატრიოტთა ალიანსი

„ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს როგორ განვითარდება, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა - არ ჩამოვა ეს არის თეორიული საკითხი. პრაქტიკულად ვნახოთ რა მოხდება, ვნახოთ როგორ მოიქცევა „ქართული ოცნებაც“- აღნიშნულის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ყველა პარტიის მხრიდან არის მკვეთრად ეგოისტური დამოკიდებულება.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ვნახეთ უმრავლესობის პოლიტიკა როგორია, ცირკს დაამსგავსეს ქვეყანა, პარლამენტი, პარლამენტმა დაკარგა წონა, პარლამენტი გადაიქცა სადაც ვიღაც წყლის პისტოლეტით თამაშობს, ვიღაცამ მარიხუანა მოწია და „გირჩი“ შეიტანეს პარლამენტში.

„ოცნებამ“ საკუთარი ხელისუფლება ჩააგდო ხაფანგში, იმდენი ხაფანგი დაუგო მოკავშირეებს ერთი მოკავშირე აღარ დარჩათ. ოპოზიციიდან რამდენიმემ წაიკნავლა პარლამენტში და მერე მხარი დაუჭირეს ოცნების პროექტებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ რაც მედიით საზოგადოებამ იხილა არის ტყუილ-მართალი ერთმანეთში არეული.

„ბევრი რამ იქ არის ინტერპრეტირებული, რამდენიმე ეპისკოპოსთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები მტკნარი სიცრუეა, მეორე საკითხია რომ ამას ჰქონდა ტოტალური ხასიათი, სამების დამლაგებელს რომ მოუსმენ უკვე ძალიან ცუდად არის შენი საქმე. ამ გზით ცდილობენ აკონტროლონ საზოგადოება „ძერჟინსკის“ ეპოქაში არ გვინდა დაბრუნება. ამაზე პასუხისმგებელია ყველა პრემიერი, ივანიშვილიც და ყველა შესაბამისი სტრუქტურის პირველი პირი, სუსის უფროსს ვეუბნები ახლა: „სულ რომ არაფერ შუაში იყო შენს სისტემაში ხდება და ამიტომ ყველამ უნდა აგოს პასუხი და უნდა გადადგნენ“.

ე.წ. ოპოზიციის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, პრინციპულობა რომ გამოეჩინა პოლიტიკურ სპექტრს და არ შემხტარიყვნენ პარლამენტში, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიც იქნებოდა და ჩატარებულიც, ხოლო ახლა ჩვენ ვართ პოლიტიკურ კრიზისში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„სააკაშვილის განცხადებები „ქართულ ოცნებას“ ეხმარება“ - მეგრელიშვილი

📣„დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე

📣„მზად ვარ სანაძლეო დავდო სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“ - იაგო ხვიჩია

📣„რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია რომ „ენას ძვალი არ აქვს“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)