მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გლდანის ციხეში არ გადავა, ძალითაც რომ წაიყვანონ - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილზე

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, მაგრამ №18 საპატიმროში ის არ გადავა, ძალითაც რომ წაიყვანონ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში შეხვედრის შემდეგ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

„სააკაშვილი დღითი დღე სუსტდება. მას დაუფიქსირდა 4 კრიზისი, აქედან 2 ჰიპერტონიული და 2 იყო დაკავშირებული სისხლთან. კოლონიის ეზოში მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა. ისინი აღჭურვილები არიან, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ სისხლის გადასხმა გააკეთონ და ასევე, შეუძლიათ გულის მასაჟის გაკეთება. დღეს შიმშილობის 27-ე დღეა და თუ რაიმე ორგანოს ფუნქციის აღდგენა იქნება აუცილებელი, ამის გაკეთებას ეს ექიმები ვერ შეძლებენ, ასევე, ისინი ვერ შეძლებენ დროულად სააკაშვილის საავადმყოფომდე მიყვანას. ის ამბობს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც №18 კოლონიაში მდებარეობს. მიხეილს მიაჩნია, რომ იქ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო პირობები არ არის, რადგანაც არ არის უსაფრთხო იმ პატიმრებთან ერთად ყოფნა, რომლებიც იმ კოლონიაში იხდიან სასჯელს. საქართველოს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ №18 კოლონიაში არ არის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ასეთ პირობებში, შიმშილობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამიტომ ის იქ არ წავა, ძალითაც რომ წაიყვანონ: - განაცხადა დენისოვამ.

მისი თქმით, სააკაშვილს დღეში ორჯერ ანალიზებს უკეთებენ და ის ყოველდღე პირად ექიმს ხვდება.

„უკრაინელი ექიმიც არის ჩამოსული და იმედი მაქვს, რომ დღეს ან ხვალ დილით ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ის საკუთარ თავს პუტინის პატიმრად მიიჩნევს, ასევე, ამბობს, რომ ძალიან არ უნდა, რომ ცუდი გაუკეთოს უკრაინას და საქართველოში სისხლის ღვრა დაუშვას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას“, - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს