მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არის პოლიტპატიმარი“ - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი.

„მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არის პოლიტპატიმარი და საერთოდ ქვეყნისთვის ჯობდა, რომ არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი პოლიტიკაში არ შემოსულიყვნენ არასოდეს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება

🔴„30 ოქტომბერს მოიტაცებენ ქვეყანას, მერე ამ პრეზიდენტს უკრაინა წაიყვანს და თავმოხერხილები დავრჩებით“ - ჩარკვიანი