მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის განცხადებები „ქართულ ოცნებას“ ეხმარება“ - მეგრელიშვილი

გირჩის წევრი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების დაანონსებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები „ქართულ ოცნებას“ ეხმარება.

ვახო მეგრელიშვილის თქმით, არჩევნები იმდენად ღარიბია, რომ „კოკაინშიკის“ და ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა-არჩამოსვლის გარდა მედიაში სხვა თემები არ არსებობს.

„სინამდვილეში იმდენად ღარიბი არჩევნები გვაქვს, რომ ერთი „კოკაინშიკის“ და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა - არ ჩამოსვლის გარდა, ფაქტობრივად, მედიასივრცეში რეალური თემები ფიზიკურად არ ირჩევა.

ვფიქრობთ, რომ ეს ორივე მხარისთვის მისაღები თამაშია. გაიხსენეთ, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური და გაგახსენდებათ რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ პედალირება, რომ „მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის, ჩვენ შეიძლება გავიმარჯვოთ“ და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, სააკაშვილის განცხადებები „ქართულ ოცნებას“ ეხმარება. სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ იმ ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს, რომლის ერთადერთი ამოცანა არჩევნებზე სიარულისთვის ეს არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოუშვას“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სამგზავრო ბილეთი გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს 23:05 საათზე სამშობლოში იქნება.

ამავე თემაზე:

🔴 „დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე

🔴 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, იმავე წამს დაკავებული და შებრძანებული იქნება ციხეში“ - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

🔴 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

🔴 რამდენ წლიანი სასჯელი ემუქრება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში