მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა დევნილობაში მოახერხა ის, რაც მე საქართველოში ვერ მოვახერხე“ - ბურჯანაძე

ერთიანი საქართველო

„ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილი ციხეში ან გარეთ ორივე ერთნაირი თავის ტკივილია“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მმართველი გუნდის განცხადებები სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურად არასწორია.

„ქართული ოცნების“ აგდებული განცხადებები სააკაშვილთან დაკავშირებით, მორალს რომ თავი დავანებოთ პოლიტიკურად არასწორია . პოლიტიკოსი, რომელმაც დევნილობაში მოახერხა ის, რაც პოლიტიკოსებმა, მათ შორის ვერც მე ვერ მოვახერხე საქართველოში ყოფნისას გვყოლოდა 30% მყარად ჩამოყალიბებული ამომრჩეველი. ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს ვერ მოვახერხე.

როდესაც გყავს პოლიტიკოსი, რომელიც 9 წლის განმავლობაში პოლიტიკურ დღის წესრიგს პერიოდულად ქმნის, თუ შენ პოლიტიკოსი ხარ, აგდებით კი არ უნდა ელაპარაკო, არამედ დასკვნები უნდა გამოიტანო და ეცადო, რომ ქვეყანა უფრო მეტ პოლიტიკურ კრიზისში არ შეიყვანო. „ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილი ციხეში ან გარეთ ორივე ერთნაირი თავის ტკივილია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ბილეთების ფოტო გამოაქვეყნა.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოს, რათა ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე:

👉 „არ აქვთ გააზრებული, რომ მართლა ჩამოდის“ - სანიკიძე სააკაშვილზე

👉 „ჩამოვა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“ - კალაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

👉 „მზად ვარ სანაძლეო დავდო სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“ - იაგო ხვიჩია