მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ აქვთ გააზრებული, რომ მართლა ჩამოდის“ - სანიკიძე სააკაშვილზე

გუბაზ სანიკიძე და მიხეილ სააკაშვილი

„არ აქვთ გააზრებული, რომ მართლაც ჩამოდის“, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი, გუბაზ სანიკიძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საკითხს

მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და ამით ფაქტის წინაშე დადგება ყველა.

სანიკიძე ამბობს, რომ „სააკაშვილის პერსონა რომ არ იყოს, საერთოდ ვინ რისი გამკეთებელია.“

„არ აქვთ გააზრებული, რომ მართლაც ჩამოდის სააკაშვილი. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმედი აქვთ სააკაშვილი ან გადაიფიქრებს ან ვინმე გადააფიქრებინებს. რიჩარდ ლომგულები ლაპარაკობენ სიმამაცეზე. ნანახი მაინც არ მყავდეს „ოცნების“ შემადგენლობა.

სააკაშვილი ჩამოვა და ფაქტის წინაშე დადგება ყველა. მიშას ყოფნა საქართველოში, ქართულ მიწაზე უკვე ფაქტის წინაშე დაყენებაა ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის, ხელისუფლების და ოპოზიციის. სააკაშვილის პერსონა რომ არ იყოს, საერთოდ ვინ რისი გამკეთებელია ახლა?“, - აღნიშნა სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე სააკაშვილი არის თუ არა ხსნა და პანაცეა, სანიკიძე ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, აბა რა“.

„პერსონალურად ქვეყანაში ცვლილებების შემოქმედი პოტენციურად მიხეილ სააკაშვილია. ყველა ცვლილებას თავისი სახელი და გვარი აქვს. არ უნდა გართულება, ისედაც ძალიან რთულად არის საქმე. არავინ არ უშლიდა ოპოზიციას, ამ სახით შეეცვალა ხელისუფლება.

თუ უკვირდებით სააკაშვილს, ყველა უშლიდა ჩამოსვლას. სააკაშვილს არ აქვს პოლიტიკური სპექტრის იმედი, მას არც მეტი არც ნაკლები ქართველი ხალხის იმედი. ვისაც უნდა ისე აწონოს და გადაწონოს. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც ამ დღეებში უნდა მოხდეს, ამიტომ ყველაფერს ძალიან ზუსტი პასუხი სჭირდება. სააკაშვილი ლაპარაკობს ჩამოსვლაზე, მერე რა იქნება? ისიც ეთანხმება იმ საერთო მოსაზრებას, რომ კოალიციური მთავრობა იყოს“, - დასძინა სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ბილეთების ფოტო გამოაქვეყნა.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოს, რათა ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე:

👉 „ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „ჩამოვა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“ - კალაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

👉 რამდენ წლიანი სასჯელი ემუქრება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

👉 „მზად ვარ სანაძლეო დავდო სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“ - იაგო ხვიჩია