მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში

„ჩვენ, რა თქმა უნდა, წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ არსებობს ჯგუფი, რომელიც აკვირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას“, - განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან ამ საკითხის კომენტირებისას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა შეხვდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ დენისოვამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, მაგრამ გლდანის საპატიმროში ის არ გადავა, „ძალითაც რომ წაიყვანონ".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „მივმართავ ივანიშვილს“ - სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

🔴 გლდანის ციხეში არ გადავა, ძალითაც რომ წაიყვანონ - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილზე

🔴 „დღევანდელ შეკრებაზე პროვოკაციები იქნება, ეცდებიან დაძაბულობის ფონი შექმნან“ - მამუკა მდინარაძე