მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge

საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.

პრემიერის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით.

ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“, - აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

⭕ „ამდენი გამწარებული ხალხი თქვენს ზურგზეა“ - ბათუმის მერის მოადგილეს ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა (ვიდეო)

პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„სუნთქვა შემიძლია“ - ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)